1. ყოველი წლის დასაწყისში განაწილებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების შესაბამისი უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან ერთმანეთს წარუდგინონ ოპერატიული პერსონალის იმ პირთა სია, ვისაც უფლება აქვს აწარმოოს ოპერატიული მოლაპარაკებები.

2. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა წარმოებდეს გამართული ტერმინოლოგიით, ოპერატიული გადართვების წარმოებისას ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედებების გამიჯვნის მიზნით კი უნდა იხელმძღვანელონ ელექტროდანადგართა მართვა-გამგებლობის შეთანხმებული ჩამონათვალის მიხედვით.

3. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა იწერებოდეს სპეციალურ მოწყობილობაში, რომლისგანაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება.

4. ზემდგომ ოპერატიულ პერსონალს უფლება აქვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ პერსონალზე გასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვისათვის საჭირო ნებისმიერი განკარგულება, მათ შორის:

ა) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე  მართვასა და გამგებლობაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე;

ბ) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში ძირითად ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე;

გ) რელეური დაცვისა და ავტომატიკის დანაყენების შეცვლაზე;

დ) სასისტემო ავარიის ლიკვიდაციის პროცესში შესაბამისი სქემის მომზადებასა და გადართვების წარმოებაზე.

5.  სისტემის ოპერატორის 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელში ჩართული ის მოსარგებლეები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელი, ვალდებული არიან დისპეტჩერიზაციისა და სისტემის ოპერატორთან ყოველწლიურად წარადგინონ იმ პირთა სია, უსაფრთხოების ჯგუფის მითითებით, რომელთაც უფლება ენიჭებათ ოპერატიული მოლაპარაკება აწარმოონ საკუთარი ქსელის მართვაზე.

6. სისტემის ოპერატორის სადისპეტჩერო სამსახური ვალდებულია:

ა) განუხრელად შეასრულოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყველა განკარგულება და მოთხოვნა;

ბ) მკაცრად დაიცვას მოხმარების შეთანხმებული ყოველ საათობრივი გრაფიკი;

გ) დროულად აცნობოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მის ქსელში მომხდარი ავარიული გამორთვების შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალურ მუშაობაზე;

დ) არ დაუშვას სიხშირის ავტომატური განტვირთვის მოწყობილობით და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მოქმედების შედეგად გამორთული მომხმარებლების ჩართვა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმების გარეშე;

ე) სისტემის ოპერატორის ქსელში ავარიის დროულ აღმოფხვრაზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორს გარკვეული მიზეზის გამო არ შეუძლია განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოების შესრულება შეთანხმებულ დროში, მაშინ მან უარი უნდა განაცხადოს სამუშაოს წარმოებაზე და გაუქმდეს განაცხადი.

8. სისტემის ოპერატორის რეგიონული სადისპეტჩერო სამსახურებიდან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს განაცხადი უნდა გადაეცეს სისტემის ოპერატორის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის გავლით.

9. გეგმურ შეკეთებაში არსებულ მოწყობილობაზე ვადის გაგრძელებაზე განაცხადი განაწილების ლცენზიატმა უნდა გადასცეს ძირითადი განაცხადის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე.

10. არაგეგმური განაცხადები, რომლებიც არ ატარებენ ავარიულ ხასიათს, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა გადაეცეს ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე.

11. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების  მართვა- გამგებლობის მინიჭება ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

12. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან რელეური დაცვისა და ავტომატიკის ექსპლუატაციაში შეყვანა ან მისი გამოცდა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გამანაწილებელ ქსელში ჩართული მომხმარებლების გათიშვა, უნდა შეთანხმდეს სისტემის ოპერატორთან.

13. სისტემის ოპერატორი ვალდებულია (ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისაგან შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში) უზრუნველყოს ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში ავტონომიურად მომუშავე ელექტროსადგურების ნორმალური მუშაობა.

14. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტროსადგურის ნულიდან გაშვების შესახებ განკარგულების გაცემის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი მოქმედებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებული ინსტრუქციების მიხედვით.

თავი XV. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წე