1. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ელექტროენერგიის სტანდარტული პარამეტრების შენარჩუნება ამ წესების მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის დატვირთვისა და ელექტროენერგიის წარმოების მოსალოდნელი სიდიდეების პირობებში.
2. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სასისტემო ავარიის თავიდან აცილებისა და სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები მოსალოდნელი ავარიული სიტუაციების პირობებში, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს:
ა) სისტემის ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლით (N-1);
ბ) სისტემის ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლით, პლუს ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის ავარიული გამორთვით (N-G-1);
გ) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებაში ყოფნის დროს სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გამორთვით (N-1-1).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემდეგ, ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ უნდა შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა ავარიის შემდგომი რეჟიმის პარამეტრების დასაშვები ზღვრების ფარგლებში ამ წესების მე-14 და მე-15 მუხლის შესაბამისად.
4. ავარიის შემდგომ რეჟიმში გადამცემი ქსელის მუშაობის პირობები უნდა დადგინდეს სიმულაციის ტესტების შედეგების შესაბამისად. ისინი მოკლედაა შეჯამებული პირველ დანართში. აღნიშნული არ გამორიცხავს უფრო დეტალური ტესტირების შესაძლებლობას, რომელიც გადამცემი ქსელის კონკრეტული კომპონენტების უკეთ დაგეგმვის საშუალებას იძლევა.
5. დამატებითი დეტალური ტესტირება შეიძლება მოიცავდეს:
ა) ქვესადგურის საიმედოობის შეფასებას;
ბ) ძაბვის ვარდნის სიმულაციას;
გ) ასინქრონული რეჟიმის გაანგარიშებებს;
დ) დინამიკურ მდგრადობას;
ე) გადართვების სიმულაციებს;
ვ) სხვა საჭირო კვლევებს