1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხორციელდება გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის  შემუშავება, მათ შორის ყველა საჭირო კვლევა და შეფასება.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს  გადაცემის ლიცენზიატების, მაძიებლებისა და მოსარგებლეებისაგან მონაცემების შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორებთან.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა ათწლიანი პერიოდისათვის, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წაყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ თავში აღნიშნულ და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინოს ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარების ათწლიანი საპროგნოზო ბალანსი.

5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები და მაძიებლები ვალდებულნი არიან, შეასრულონ დაგეგმვასთან დაკავშირებული პირობები, ამ თავის დებულებების შესაბამისა