1. გადამცემი ქსელის ნომინალურ (110კვ და ზემოთ) ძაბვებზე,  გადამცემ ქსელში ჩართული სამფაზა ტრანსფორმატორებისა და ტრანსფორმატორთა ჯგუფების მაღალი ძაბვის გრაგნილებს, რომლებიც ვარსკვლავისებურად არიან შეერთებულნი, უნდა ჰქონდეთ ვარსკვლავისებური კავშირის ნულოვან (ნეიტრალურ) წერტილში დამიწების შესაძლებლობა. დამიწების მიზნით ნეიტრალის გამომყვანი გამოტანილი უნდა იყოს კორპუსის გარეთ.

2. განაწილების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიხშირული განტვირთვის ავტომატიკით მომხმარებლის გამორთვა. სიხშირით ავტომატური განტვირთვის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები გაწერილი უნდა იყოს მიერთების ხელშეკრულებაში.

3. მიერთების ხელშეკრულება თუ ითვალისწინებს მოსარგებლის დატვირთვის 100%-ით შეზღუდვას, მაშინ გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსარგებლეს დართოს ნება, სიხშირული განტვირთვის ავტომატიკა დაამონტაჟოს თავის მხარესაც.

4. განაწილების ლიცენზიატები და გადამცემ ქსელზე მიერთებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ, რომ მიერთების წერტილში სიმძლავრის კოეფიციენტი იყოს არანაკლებ 0,85. ამ მიზნით განაწილების ლიცენზიატებმა და გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, მათ შორის შესაბამისი საშუალებების მონტაჟი.

5. განაწილების ლიცენზიატებმა დაბალი ძაბვის სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია უნდა განახორციელონ დატვირთვის წერტილთან უშუალო სიახლოვეს, ამ წესების მე-15 მუხლში მითითებული ძაბვის ზღვრების შენარჩუნების მიზნი