1. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მართვისა და ტექმომსახურების პასუხისმგებლობა ეკისრება მის  მფლობელს, თუ მიერთების ხელშეკრულება სხვა მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

2. ნებისმიერი მოსარგებლე, რომლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები მდებარეობს გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში, მათზე სამუშაოების შესასრულებლად ვალდებულია, დაიცვას  გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი ინსტრუქციები და მოთხოვნები.

3. თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და/ან გადაცემის ლიცენზიატი ასრულებს სამუშაოებს საკუთარ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე, რომლებიც განთავსებულია მოსარგებლის ობიექტზე, იგი ვალდებულია, დაიცვას ამ ობიექტისთვის დადგენილი უსაფრთხოების ინსტრუქციები და მოთხოვნებ