1. საწარმომ, სააგენტოსთან შეთანხმებით, უნდა ჩამოაყალიბოს ტექმომსახურების პროცედურები ადამიანური ფაქტორების და შესაძლებლობების გათვალისწინებით,  რომელიც უზრუნველყოფს ტექმომსახურების დავალებით განსაზღვრული ტექმომსახურების შესრულებას და საჰაერო ხომალდის და/ან კომპონენტების ექსპლუატაციაში დაშვებას, ამ წესის მოთხოვნების მიხედვით.

2. საწარმოს მიერ დამტკიცებული სტ-ის ტექმომსახურების პროცედურები უნდა მოიცავდეს სტ-ს ტექმომსახურების შესრულების ყველა ასპექტს, მათ შორის, სპეციალიზირებულ ტექმომსახურების კონტროლს და ადგენდეს  სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც საწარმო განახორციელებს სტ-ის ტექმომსახურება