1. საწარმოში  დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას:

ა) საწარმოს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები;

ბ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება;

გ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება;

დ) იმ პროცედურების ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება საწარმოს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;

ე)   საწარმოს  ტექმომსახურების ადგილმდებარეობის დამატება;

2. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე.

3.   საწარმო უფლებამოსილია, განახორციელოს ცვლილება სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ.

4. ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას, ეცნობება სააგენტოს ცვლილების განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაშ