1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის №1 დანართით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა)  განაცხადის ფორმა (დანართი № 2);

ბ) საწარმოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) საწარმოს პასუხიმგებელი ხელმძღვანელი პირების მონაცემები (№4 დანართის შესაბამისად);

დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებს;

ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად საწარმოს პერსონალის მიერ  ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.

3. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად წარმოდგენის) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან  შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს  საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება