1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №5-ით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე სდ-ს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა)  განაცხადის ფორმა (დანართი № 5);

ბ) სდ-ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) სდ-ს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირების მონაცემები (ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად);

დ) კონტრაქტორ ორგანიზაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაფორმებული ხელშეკრულებები;

ე) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების  სახელმძღვანელო (MTOE), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნებს;

ვ) ამ წესების მოთხოვნებთან სდ-ს შესაბამისობის დასადგენად სდ-ს პერსონალის მიერ  ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.

3. განცხადების წარდგენიდან 3 (სამი) დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის  მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

4. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის  შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს  ხარვეზზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

5. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან  შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს  საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას.

6.  სერტიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით. სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვე