1. სდ-მ სააგენტოს უნდა წარუდგინოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელო (MTOE), რომელიც აღწერს სასწავლო დაწესებულებას და მის პროცედურებს. სახელმძღვენელო უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილ განაცხადს, რომელიც ადასტურებს, რომ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელო მუდმივად შესაბამისობაში იქნება ამ წესთან;
ბ) სდ-ში დანიშნული პასუხისმგებელი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი, უფლება-მოვალეობები, მათ შორის სააგენტოსთან სდ-ს სახელით ურთიერთობის სფერო;
გ) სდ-ს სტრუქტურა;
დ) ინსტრუქტორების, გამომცდელებისა და პრაქტიკული უნარების შემფასებელთა ნუსხა;
ე) სდ-ს სერტიფიკატში მითითებულ მისამართებზე მდებარე და სხვა ნებისმიერ ადგილზე განთავსებული სასწავლო და საგამოცდო ობიექტების ზოგადი აღწერა;
ვ) სდ-ს სასწავლო კურსების ჩამონათვალი;
ზ) ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანის პროცედურები;
თ) ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების პროცედურები და ხარისხის სისტემა ამ წესის შესაბამისად;
ი) ადგილმდებარეობების ნუსხა;
კ) კონტრაქტორი ორგანიზაციების ჩამონათვალი.
2. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოს და მასში ცვლილებას ითანხმებს სააგენტო გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების