1. საბაზო სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ სწავლებას, თეორიული ცოდნის გამოცდას, პრაქტიკულ სწავლებას და პრაქტიკული სწავლების შეფასებას.
2. თეორიული სწავლება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის შესაბამისად, უნდა მოიცავდეს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ N1 დანართით გათვალისწინებულ საგნებს.
3. გამოცდა სრულად უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საგნების თემატიკას.
4. პრაქტიკული სწავლება მოიცავს ძირითადი ხელსაწყო/მოწყობილობების პრაქტიკულ გამოყენებას, საჰაერო ხომალდების ნაწილების დაშლა/აწყობას და ტექნიკური მომსახურების საჩვენებელ აქტივობებში მონაწილეობას, რომელიც სრულად მოიცავს კონკრეტულ მოდულს.
5. პრაქტიკული სწავლების შეფასება მოიცავს პრაქტიკულ მომზადებას და განსაზღვრავს სტუდენტის მიერ ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად მუშაობის და ხელსაწყო/მოწყობილობების გამოყენების უნარს.
6. საბაზო მომზადების კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს ამ წესის N4 დანართის შესაბამისი.
7. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს შორის გადამზადების კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება საბაზო სასწავლო პროგრამის სილაბუსის და მასთან დაკავშირებული საჭირო პრაქტიკული სწავლების შეფასები