1. გამომცდელმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს საგამოცდო კითხვების კონფიდენციალურობა.
2. სტუდენტი, რომელიც თეორიული ცოდნის გამოცდის პროცესში არღვევს საგამოცდო პროცესის წესებს ან აღმოაჩნდება საგანთან დაკავშირებული მასალა, გარდა საგამოცდო ფურცლებისა და დასაშვები დოკუმენტაციისა, დისკვალიფიცირებული უნდა იყოს გამოცდებიდან, შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში. მსგავსი შემთხვევის შესახებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს სააგენტოს, მოკვლევის მასალასთან ერთად.
3. გამომცდელი, რომელიც გამოცდის მსვლელობისას სტუდენტს დაეხმარება კითხვაზე პასუხის გაცემაში, უნდა იყოს დისკვალიფიცირებული, ხოლო გამოცდა უნდა გამოცხადდეს გაუქმებულად. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის შესახებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს სააგენტო