1. საბაზო ცოდნის გამოცდა უნდა განხორციელდეს:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სასწავლო-მეთოდური მასალების გამოუყენებლად;

გ) საგნების  მიხედვით, რომელიც სრულად მოიცავს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესით“ განსაზღვრული მოდულის სრულ თემატიკას.

2.  საბაზო სასწავლო კურსის განმავლობაში, დანიშნული პრაქტიკული შემფასებლის მიერ, პრაქტიკული სწავლების შეფასება უნდა განხორციელდეს ტექნიკური მომსახურების სახელოსნოში ან ტექნიკური მომსახურების ბაზაზე  პრაქტიკული სწავლების  ყოველი პერიოდის დასრულების შემდეგ.

3. სტუდენტმა პრაქტიკული სწავლების დადებითი შეფასება უნდა მიიღოს  ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისა