1. კომპეტენციის საბაზო დონეზე (შემდგომ –
საბაზო დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) დავალებების შესასრულებლად სათანადო ზედამხედველობის ქვეშ მუშაობაზე ძირითადი პრინციპებისა და თეორიების განსაზღვრაზე, განმარტებაზე, შეჯამებაზე და მათ ინტერპრეტაციაზე, ტექნიკურ კომპეტენციის შესაბამის სფეროებში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, შესაბამისი პროფესიული უნარების გამოყენებით;
გ) დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და დამოკიდებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით;
დ) მარტივი პრობლემების გადაწყვეტაზე და კომპლექსური ამოცანების ხელმძღვანელობისთვის გადასაწყვეტად გადაცემაზე ან სპეციალური გამოცდილების მქონე პირებისთვის მიმართვაზე;
ე) ინფორმაციის მიწოდებასა და მოსაზრებების მკაფიოდ გადმოცემაზე, ზეპირი ან/და წერილობითი კომუნიკაციის გამოყენებით.
2. სწავლის შედეგები საბაზო დონეზე უკავშირდება სამუშაო სიტუაციებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ნაკლები ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობ