1. პროფესიული კომპეტენციის შეფასება უნდა ზომავდეს მიღწეულ პროფესიული კომპეტენციის სფეროებს და უნდა შედგებოდეს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის შეფასების შესაფერისი ღონისძიებებისგან.
2. შეფასება უნდა ემყარებოდეს შემოწმებად ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
3. შემოწმებადი ინფორმაცია/დოკუმენტაციაა:
ა) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) საგამოცდო შედეგების ჩანაწერები;
გ) ამ სტანდარტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული, ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დადასტურება (პრაქტიკის ფურცელი) კანდიდატის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მიღწეული პროფესიული კომპეტენციის შესახებ.
4. პროფესიული ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით შენახვის ვადაა 6 წელი.
5. პროფესიული კომპეტენციის შეფასება ხორციელდება სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. სასერტიფიკაციო გამოცდა აფასებს კანდიდატის თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, შესაბამის კომპეტენციის დონეზე. პროფესიული კომპეტენციის შეფასების მიზანია პირის მიერ გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციის გამოვლენა.
6. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიებას უნდა გააჩნდეს:
ა) შეფასების ვალიდობა –
შეფასების ღონისძიება ვალიდურია, თუ ის ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული. ვალიდობა არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი, პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა ვალიდობის განსხვავებული დონე ჰქონდეს. ვალიდობა სხვადასხვა ფორმით ხასიათდება და მოიცავს:
ა.ა) გარეგნულ ვალიდობას –
შეფასების ღონისძიება გარეგნულად ვალიდურია, თუ აშკარად ჩანს, რომ ღონისძიება ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული;
ა.ბ) პროგნოზულ ვალიდობას –
შეფასების ღონისძიება პროგნოზულია, თუ შეფასების შინაარსი დაკავშირებულია პროფესიული კომპენტენტურობის კონკრეტულ ასპექთან, რომლის შესაფასებლადაც არის გამიზნული;
ა.გ) შინაარსობრივ ვალიდობას –
შეფასების ღონისძიება შინაარსობრივად ვალიდურია, თუ ის სათანადოდ მოიცავს პროფესიული კომპენტენტურობის კონკრეტულ ასპექტს, რომლის შესაფასებაც ხდება;
ბ) შეფასების სანდოობა –
შეფასების ღონისძიება სანდოა, თუ ის იძლევა იდენტურ შედეგს იდენტურ ვითარებაში (მათ შორის, რამდენჯერმე გადამოწმების შემთხვევაში). სანდოობა არ არის აბსოლუტური და შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს სანდოობის განსხვავებული მაჩვენებელი. პროფესიული კომპეტენციის შეფასება სანდოობით გამოირჩევა, თუ შემფასებლების უმრავლესობა მსგავს გარემოებებში დამოუკიდებლად მოქმედებისას თანმიმდევრულად მიდის ერთსა და იმავე დასკვნამდე;
გ) შეფასების თანასწორობა –
შეფასების ღონისძიება თანასწორია, თუ ის სამართლიანი და მიუკერძოებელია. თანასწორობა არ არის აბსოლუტური საზომი და პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის სამართლიანობა;
დ) შეფასების გამჭვირვალობა –
შეფასების ღონისძიება გამჭვირვალეა, თუ შეფასების ღონისძიების ელემენტები, მათ შორის, შესაფასებელი კომპეტენციის სფეროები და შეფასების განხორციელების ვადები გასაჯაროებულია;
ე) შეფასების საკმარისობა –
შეფასების ღონისძიება საკმარისია, თუ ის იცავს ბალანსს სიღრმესა და მოცულობას, ცოდნასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შორის და აერთიანებს სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტებში გამოყენებულ შინაარსს (მასალას