1. საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის, პროფესიული ორგანიზაციის სისტემაში იქმნება საგამოცდო პროცესის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ –
საბჭო).

2. საბჭო შედგება არაუმეტეს 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 3 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პროფესიული ორგანიზაცია.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით.

4. საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან კანდიდატთა სწავლების პროცესში.

5. საბჭო:

ა) შეიმუშავებს საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის წესს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიულ ორგანიზაციას;

ბ) შეიმუშავებს პოლიტიკას საგამოცდო პროცესის წარმართვის ზედამხედველობისათვის;

გ) ახორციელებს პროფესიული ორგანიზაციის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი IV

საგნების ჩათვლა. გამოცდისაგან გათავისუფლე