1. პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სასწავლო კურსებია:

ა) ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;

ბ)  მმართველობითი აღრიცხვა;

გ) აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;

დ) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა და შიდა კონტროლი;

ე) სამეწარმეო და ორგანიზაციული გარემო;

ვ) ბიზნესის სტრატეგია და მართვა;

ზ) პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა;

თ) ეთიკური პრინციპები;

ი) საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება;

კ) ფინანსური ანალიზი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, ასევე პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სასწავლო კურსებია:

ა) ბიზნესსამართალი;

ბ) საგადასახადო დაბეგვრა;

გ)  ფინანსები და ფინანსური მართვა;

დ) ეკონომიქსი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიები.

3. პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სხვა კომპეტენციის სფეროებია:

ა) ზოგადი უნარები;

ბ)   კომუნიკაციის უნარები;

გ) პიროვნული უნარები;

დ) ორგანიზაციული უნარები.

3. კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის დასრულება დასტურდება შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით.

4. პირის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესით საქართველოს სამართლის ტესტის ჩაბარების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაიცემა საქართველოს სამართლის ტესტის   ჩაბარების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატ