1. სამსახურში თანამდებობაზე მიღება ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატურების შერჩევა;
ბ) კანდიდატის მიერ მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება;
გ) თეორიული სწავლების კურსის გავლა და თეორიული სწავლების შედეგების შეფასება;
დ) თეორიული სწავლების დადებითი შეფასების შემდგომ კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობის კურსის გავლა სამსახურის შესაბამის დანაყოფებში, რომელიც გრძელდება არა უმეტეს 3 თვისა, რის შემდგომაც მასთან ხორციელდება გასაუბრება, რომლის შედეგების შესაბამისად წყდება საკითხი კანდიდატისათვის თანამდებობის შერჩევის და დანიშვნის ან რეზერვში აყვანის შესახებ.
2. ის პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივი გამოცდილება (შესაბამის თანადებობაზე მუშაობის და აკმაყოფილებენ სამსახურში მიღების დადგენილ მოთხოვნებს) და მათი სამსახურის გაგრძელება სამსახურში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნენ (მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ დროის განმავლობაში პირი ვალდებულია გაიარაოს მოსამზადებელი კურსები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო მოსამზადებელი კურსების გაუვლელობის შემთხვევაში გათავისუფლდება თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე