1. სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიღება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება კონკურსის წესით.
2. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ.
3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებს (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ექსპერტიზა) სამსახურში მიღება შეიძლება განხორციელდეს სპეციალური მოსამზადებელი კურსების გავლის შემდგომ, ამ წესის მე-3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:
ა) კონკურსის ჩატარებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურის წესით უნდა შეივსოს და აკმაყოფილებს სამსახურში მიღების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
გ) სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი