1. სამსახურში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
2. სამსახურში მიღების მსურველმა პირებმა სამსახურის უფროსს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სამსახურში მიღებაზე, შესაბამისი თანამდებობის მითითებით;
ბ) ავტობიოგრაფია (დანართი №1-ის შესაბამისად), სადაც მიეთითება მონაცემები მშობლების, მეუღლის, შვილების, ძმისა და დის, მათი დაბადების დღის, საცხოვრებელი ადგილის და სამუშაო ადგილების შესახებ;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) 6 ფოტოსურათი;
ვ) გაცემული შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სამედიცინო დასკვნა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ი) სამედიცინო ნარკოლოგიული შემოწმების ცნობა;
კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ