1. სამსახურის თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შტატგარეშე მოსამსახურე დავალების შესრულების ვადით;
გ) დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის ჩატარებამდე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
თავი III. სამსახურში მიღება მოსამზადებელი კურსების გავლი