1. სამსახურის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ განცხადება ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნები; სასწავლო დაწესებულების დასახელება და მისამართი; კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და დამთავრების თარიღი; მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატთა რეგისტრაცია; ასევე მისაღებ კანდიდატთა რაოდენობა, რომლის მიღებაც არის გათვალისწინებული მოსამზადებელ კურსებზე და დასაკავებელი თანამდებობები.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა და არანაკლებ ორი კვირისა.
4. კანდიდატი ვალდებულია რეგისტრაციაში გავლისათვის სამსახურის ადმინისტრაციას წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სამსახურის უფროსის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია დანართი №1-ის შესაბამისად;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3/4.
5. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამსახურის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომელთა ასლების ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.
6. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, გამოცდების ჩატარების დრო, ადგილი და იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც კანდიდატს სურს მუშაობის დაწყება სამსახურში
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 22.01.2026
მუხლი 16. კანდიდატთა რეგისტრაცია
თავი III — სამსახურში მიღება მოსამზადებელი კურსების გავლით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. სამსახურებრივი მოწმობა და პირადნომრიანი ჟეტონი
- მუხლი 8. სამსახურში მიღების გარანტიები
- მუხლი 9. გამოსაცდელი ვადა
- მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის ფიცი
- მუხლი 12. სამსახურის გავლის ვადა
- მუხლი 14. სამსახურში მიღება მოსამზადებელი კურსებით
- მუხლი 17. კანადიდატის მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდები
- მუხლი 18. მოსამზადებელი კურსების დაწყების საფუძველი
- მუხლი 19. მოსამზადებელი კურსების გავლა
- მუხლი 20. სწავლების შედეგების შეფასება
- მუხლი 21. თანამდებობაზე დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №764, 25.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.828 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87544/muxli-16/