1. თანამდებობაზე დანიშვნისას, სამსახურში მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
2. გამოსაცდელი ვადა, როგორც წესი,არ წესდება:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
ბ) დროებით არმყოფი სამსახურის თანამშრომლის შემცვლელად ან იმ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას, რომელიც დაკავებული უნდა იქნეს კონკურსის წესით.
3. თუ გამოსაცდელი ვადა დამთავრდა, ხოლო სამსახურის თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას, გამოსაცდელი ვადა წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ხოლო, თუ გამოსაცდელი ვადის შედეგები არადამაკმაყოფილებელია (რომელიც დგინდება თანამშრომლის უშუალო უფროსის მოხსენებითი ბარათით), სამსახურში მიღებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით