1. სამსახურის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აღნიშნული თანამდებობის დაკავება სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი დაწინაურებით, კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება რეზერვიდან, ხოლო თუ შეუძლებელია რეზერვიდან კანდიდატურის შერჩევა, მაშინ კანდიდატურების შერჩევა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
2. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შერჩეული კანდიდატის მიერ სამსახურის ადმინისტრაციაში წარდგენილი იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტი.
3. თანამდებობაზე დანიშვნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს გამოსცემს უფლებამოსილი პირი.
4. სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს და გვარს;
ბ) იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელებას და თანამდებობრივ სარგოს განაკვეთს;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული.
5. სამსახურში მიღებაზე
უფლებამოსილ პირს შეუძლია სამსახურში მიღების შესაბამისი აქტის გაუქმება, თუ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მიხედვით გამორიცხავენ თანამდებობაზე მოქალაქის დანიშვნას