1. ეს წესი ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესს.
2. სამსახურში სამსახურს გადის:
ა) სამსახურის თანამშრომელი;
ბ) დამხმარე მოსამსახურე;
გ) შტატგარეშე მოსამსახურე.
3. სამსახურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად