1. სამსახურის საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სამსახურის რიცხოვნობის ფარგლებში. საშტატო განრიგის დამტკიცებისას თითოეულ საშტატო ერთეულს მიეთითება თანამდებობრივი სარგო და ზღვრული სპეციალური წოდება.
2. სამსახურის თანამშრომლებს, მათი თანამდებობის შესაბამისად ენიჭებათ სპეციალური წოდებები. სპეციალური წოდებების მინიჭების წესი დგინდება შესაბამისი კანონმდებლობით