2. შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, აგრეთვე შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შრომითი ხელშეკრულებით მისაღებ იმ პირთა შრომის ანაზღაურება, რომელიც არ იქნება განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განისაზღვრება მინისტრის მიერ მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგო