1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო ან ერთჯერადი დახმარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების გარდა, სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისათვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების შესაბამისად.