საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №124 |
|
2016 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
2. დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების (შემდგომში – წესდება) მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ღირსეულ საქციელს ან დისციპლინურ გადაცდომას, რა სახის წახალისება ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, აგრეთვე აწესრიგებს დისციპლინური საქმის განხილვის წესს.
3. წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე.
წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არაეთიკური ქცევა – ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არაერთგზის ჩადენა – დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში იმავე სახის დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა;
გ) საპატიო მიზეზი – სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
დ) განსაკუთრებული გარემოება – ღირსეული საქციელის ჩადენა საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულებისას, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედებისას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისას;
ე) განსაკუთრებული ვითარება – ვითარება, როდესაც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომეტებული საფრთხე ემუქრება;
ვ) დამამძიმებელი გარემოებები – დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაერთგზის ან/და პირთა ჯგუფის მიერ, ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებულის ჩაბმა დისციპლინურ გადაცდომაში;
ზ) დაქვემდებარებული – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის ბრძანება;
თ) დისციპლინური გადაცდომა – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს დადგენილება ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ი) დისციპლინური წელი – სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი;
კ) უფროსი – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო წოდების მიხედვით ზემდგომი პირი, რომელსაც უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება დაქვემდებარებულისადმი და შეამოწმოს მისი შესრულება;
ლ) საკრედიტო ქულა – იუნკერისთვის დისციპლინური წლის დასაწყისში მიცემული 100 საკრედიტო ქულა, რომელიც მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მცირდება ამ წესდებით დადგენილი ოდენობით;
მ) სამსახურში გამოუცხადებლობა – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:
მ.ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან 12 საათამდე დაგვიანებით, მაგრამ არაუგვიანეს სამუშაო დროის დასრულებისა;
მ.ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ნ) სამსახურში დაგვიანება – სამხედრო მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:
ნ.ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;
ნ.ბ) კალენდარული წლის განმავლობაში, სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მე-3 და ყოველი მომდევნო შემთხვევა;
ო) სამხედრო დისციპლინა – სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამხედრო წესდებების მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დაცვა;
პ) სამხედრო მოსამსახურე – სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), კადრის სამხედრო მოსამსახურე (გარდა იუნკერისა), იუნკერი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი;
ჟ) სასწავლებელი – სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
რ) სასწავლებელში გამოუცხადებლობა – იუნკერის არასაპატიო მიზეზით ერთი სასწავლო/სამუშაო დღის ვადით სასწავლებელში გამოუცხადებლობა;
ს) სასწავლებელში დაგვიანება – იუნკერის არასაპატიო მიზეზით სასწავლებელში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანება;
ტ) სტიპენდია – იუნკერზე გაცემული თანხა;
უ) ღირსეული საქციელი – სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად და იწვევს სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას;
ფ) ხელფასი – სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა) წოდებრივი სარგო, ხოლო სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, მისი წოდების ტოლფასი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი სარგო.
1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა ღირსეულ საქციელს, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეეფარდება, თუ მისი ქმედება წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას ამ ქმედების ჩადენის დროს.
2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი. შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს.
1. წესდების ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, აქვს უკუძალა. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ამკაცრებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, უკუძალა არ აქვს.
2. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების სახეს, უკუძალა არ აქვს.
წესდების მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით განსაზღვრული ქმედება, გარდაუვლად ექვემდებარება წახალისებას ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
წახალისება
წახალისების მიზანია ღირსეული საქციელის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის მოტივირება დაკისრებულ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და სამხედრო დისციპლინის განმტკიცება.
1. ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობა;
ბ) საპატიო სიგელი;
გ) ფასიანი საჩუქარი;
დ) ფულადი ჯილდო;
ე) მოკლევადიანი დათხოვნა.
2. მადლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, ასევე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ.
3. საპატიო სიგელის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასს ან სტიპენდიას. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს თავისუფალი ბრუნვის საგანს.
5. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასის 20%-ზე ნაკლები და სრულ ოდენობაზე მეტი.
6. მოკლევადიანი დათხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ სამუშაო დღეს.
7. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.
თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე.
დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო დისციპლინის დაცვა, ხელყოფილი ინტერესისა და სიკეთის აღდგენა და ახალი გადაცდომის თავიდან აცილება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი არ არის პირის ღირსების ხელყოფა.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება არ ათავისუფლებს მის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით.
1. სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს:
ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ე. ი., თუ სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე;
ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან;
გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა;
დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი., თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს.
2. სამხედრო მოსამსახურეს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ:
ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) მან პირველად ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც ეს წესდება არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას, სასწავლებლიდან გარიცხვას და სამხედრო წოდებით დაქვეითებას და ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდა აღიარებით და აანაზღაურა ზიანი.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა);
დ) ხელფასიდან დაქვითვა;
ე) საკრედიტო ქულის დაკლება;
ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა;
თ) სამსახურიდან დათხოვნა.
1. თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.
2. მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ.
3. მე-12 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები არ გამოიყენება სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის და იუნკერის მიმართ.
4. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.
5. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება არ გამოიყენება რიგითის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიმართ.
6. სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა ამ წესდებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, გამოიყენება, თუ იუნკერს ამოეწურება 100 საკრედიტო ქულა.
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
2. მე-12 მუხლის:
ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მოქმედების ვადაა 3 თვე;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება დისციპლინური გადაცდომის შესაბამისი მუხლით ამ დისციპლინური ზომისათვის გათვალისწინებული პერიოდით;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
1. დასაშვებია სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებული მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნა, თუ სამხედრო მოსამსახურე მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნას ახორციელებს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით.
4. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის დღიდან სამხედრო მოსამსახურეს აღუდგება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე არსებული სამხედრო წოდება.
ღირსეული საქციელი
1. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება განსაკუთრებულ გარემოებაში წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
მუხლი 17. სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით.
საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
უფროსი, რომლის ქვედანაყოფი წახალისებულია ამ წესდების მე-17 მუხლის საფუძველზე, წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
ბრძოლის ველიდან განსაკუთრებულ ვითარებაში დაჭრილების გამოყვანა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
განსაკუთრებულ ვითარებაში თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.
ახალი სახეობის საბრძოლო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით.
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება წახალისდება საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.
სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
1. უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება ფასიანი საჩუქრით ან მოკლევადიანი დათხოვნით.
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა წახალისდება საპატიო სიგელით ან ფულადი ჯილდოთი.
დისციპლინური გადაცდომა
1. უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე 3 განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
1. საბრძოლო მორიგეობის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
1. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში (ყარაულის გარდა) შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ წესდების დარღვევა ან/და საპატრულო განწესის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურის მიერ პატრულირების წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.
1. უფროსისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის პერსონალურია ინფორმაცია, რომლის მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას ან 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას.
1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას.
1. მხედრული სალმის მიუცემლობა ან მისი მიცემის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანება გამოიწვევს საყვედურს ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს საყვედურს ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება წესდების 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
1. სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ დაეკისრება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს სამსახურში გამოცხადდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
აზარტულ თამაშში ან აზარტულ ტურნირში მონაწილეობა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
1. ჩხუბში ანუ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
1. არაეთიკური ქცევა სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში, მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გამოიწვევს საყვედურს ან 15 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების და მივლინების ადგილის ტერიტორიაზე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან 5 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამკაულის (გარდა მცირე ზომის რელიგიური დანიშნულების სამკაულის) ტარება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებაში, ასევე ძვირფასი მასალისაგან დამზადებული სამკაულის (გარდა საქორწინო ბეჭდის) ტარება გამოიწვევს საყვედურს ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა გამოიწვევს საყვედურს ან რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა მინდობილი სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება და რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სამხედრო ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება და რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო ტექნიკის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 6 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
დისციპლინური საქმეების განხილვა და აღსრულება
1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დისციპლინური საქმის განხილვა ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, მიუკერძოებლობის და კორექტულობის პრინციპებს.
3. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარების და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებებს.
წახალისებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) წახალისების სახის შეფარდებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება წარდგინების შედგენით, რომლის ფორმა და მათ შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დისციპლინური ოქმის შედგენით.
1. დისციპლინური ოქმი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე ან განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებულ ობიექტურად დასაბუთებულ ვარაუდს, სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ წესდებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.
2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი;
გ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ადგილი, თარიღი, დრო და არსი;
ე) წესდების ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომისათვის ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მისამართი;
ზ) პირის, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ახსნა-განმარტება;
თ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები.
3. დისციპლინურ ოქმს ადგენს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი;
ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;
გ) მოწმე;
დ) დაინტერესებული პირი.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე დაასაბუთოს ხელმოწერაზე უარის მოტივები.
6. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს.
7. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
1. იმ შემთხვევაში, თუ წახალისებაზე ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი მინისტრი ან გენერალური შტაბის უფროსია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი (ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად) ექვემდებარება სადისციპლინო საბჭოზე განხილვას.
2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია:
ა) მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით;
ბ) წახალისებაზე ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს დასაბუთებული რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე.
3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
1. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება მისი დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის ხელფასიდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასიდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში, დგინდება ხელფასიდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. ყოველთვიურად დასაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი გადანაწილება მომდევნო თვეზე/თვეებზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება თავი I ზოგადი დებულებები