„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№537
სარეგისტრაციო კოდი
120050000.10.003.020246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №537

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) დასვენების დღეების (შაბათ-კვირა) გამოყენების უფლების შეზღუდვა„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შაბათს ან/და კვირას  დასვენების  უფლებით სარგებლობის შეზღუდვა;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დისციპლინური წელი – სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო პირველ კურსელ იუნკერთათვის სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი;“;

ბ) „მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ა) სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან სამუშაო დროის დასრულებამდე გამოუცხადებლობა;“.

3. მე-12  მუხლის  „გ“  ქვეპუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა;“.

4. მე-13  მუხლის  მე-2 პუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მე-12 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ.“.

5. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ა) „ა – გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მოქმედების ვადაა 3 თვე;“.

6. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

7. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

8. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან  გარიცხვას.“.

9. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას  ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.“.

10. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.“.

11. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 15%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.“.

12.  37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

13. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას.“.

14.  მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

15. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

16. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  42.  გამოუცხადებლობა 

1. სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

17. 43-ე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება,  გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

18. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. სიმთვრალე 

1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ დაეკისრება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს სამსახურში გამოცხადდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.

3. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.“.

19. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა

ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

20.  46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. აზარტულ ან გასართობ თამაშში მონაწილეობა 

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში, აგრეთვე აზარტულ ტურნირში მონაწილეობა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში  ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

21. დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 და 462 მუხლები:

„მუხლი 461. სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა

სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით სარგებლობა საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

მუხლი 462. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება

სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედია-საშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

22. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

23.  48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

24.  49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

25. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 

სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულებისა და მივლინების ადგილის ტერიტორიაზე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

26.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:

„მუხლი 501. სექსუალური შევიწროება 

სამხედრო მოსამსახურის მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ან/და ამ წესდების 50-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინურ გადაცდომას, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

27.  51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

28. 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს საყვედურს ან 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

29. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 5%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

30. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

31. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა 

1. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას  ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.

3.  სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30  საკრედიტო ქულის დაკლებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას.

5. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის) ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 1 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან საყვედურს.“.

32. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 56. სამსახურებრივი ქონების  ექსპლუატაციის წესის დარღვევა 

1. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.

3.  სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა  გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით ან 40 საკრედიტო ქულის დაკლებას.

5. მინდობილი სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს) გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა  გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

33.  57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 3 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.

34.  58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

35.  59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 50 საკრედიტო ქულის დაკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.

36. 64-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო საბჭოზე განხილვას ექვემდებარება:

ა) სამსახურიდან დათხოვნის, აგრეთვე სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების თაობაზე მინისტრის ან გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად;

ბ) ამ წესდების 66-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის განცხადება, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მის მიმართ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.

2.  სადისციპლინო  საბჭო  უფლებამოსილია:

ა) განიხილოს ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს  რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,  მინისტრს  წარუდგინოს რეკომენდაცია წესდების 67-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.“.

37. დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:

„თავი VII

დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის კანონიერების შესწავლა

მუხლი 66. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გადასინჯვა

1. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს მინისტრს საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა და  სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ პირისათვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 67. განცხადების განხილვა

მინისტრი უფლებამოსილია:

ა) სრულად დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი;

გ) არ დააკმაყოფილოს განცხადება და ძალაში დატოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

დ) გასცეს წერილობითი მითითებები (დავალება) გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი