„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №641 |
|
2021 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. წახალისების საფუძვლები
წახალისების საფუძვლებია:
ა) დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება;
ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება;
გ) თანამებრძოლის დახმარება;
დ) ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა;
ე) ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ასევე ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება;
ვ) მაღალი ბრძოლისუნარიანობის სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა;
ზ) ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა ან მშვიდობიანობის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანის გადარჩენა;
თ) სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება, ასევე სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება;
ი) ქვედანაყოფისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება;
კ) სამეცნიერო საქმიანობაში, აგრეთვე სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში მიღწეული წარმატება;
ლ) უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. წახალისების სახის გამოყენება
1. ამ წესდების 81 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის წახალისება ხორციელდება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.
2. თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე.“.
4. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. სახელმწიფო ჯილდოებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოება
სამხედრო მოსამსახურე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, დაჯილდოვდეს სახელმწიფო ჯილდოებითა და უწყებრივი მედლებით.“.
5. IV თავი ამოღებულ იქნეს.
6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.
7. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“.
8. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.“.
9. 451 და 452 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 451. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარება
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №641. სარეგისტრაციო კოდი — 120050000.10.003.023197.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №641, 31.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.023197 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5345879/