სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.04.2016 ძალადაკარგული 05.03.2024
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016369
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №23

2016 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ


მუხლი 1
1. წარდგინების შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:

ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი);

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა  სამხედრო სადისციპლინო წესდებით (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) განსაზღვრული უფროსი.

2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:

ა) სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული უფროსი;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის უფლებამოსილი  მოსამსახურე;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი მოსამსახურე.

3. დამტკიცდეს:

ა) წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №1);

ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №2);

გ) წარდგინების ფორმა (დანართი №3);

დ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №4);

ე) სადისციპლინო საბჭოს რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №5);

ვ) თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების  წესი (დანართი №6);

ზ) სამკაულების ნუსხა (დანართი №7);

თ) საპატიო სიგელის ფორმა (დანართი №8).

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 აპრილიდან.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი