,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2018 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე, თუ:

დ.ა) ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან სექსუალური შევიწროება;

დ.ბ) სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა სავარაუდოდ განპირობებულია გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია დისციპლინურ ოქმში მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომლებიც მას აძლევს ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს.“.

2. №5 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ჩადენილია დისციპლინური გადაცდომა, რომელიც შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს ან ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან/და სექსუალური შევიწროება, სადისციპლინო საბჭოს მიერ საქმის განხილვისას ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობას ემატება გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, რომლის შერჩევა ხდება  გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის მიერ. ასეთ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე შერჩეული კანდიდატისა და განსახილველი საკითხის შესახებ ინფორმაციას წერილობით აცნობებს სადისციპლინო საბჭოს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.04.2018.
როდის იქნა მიღებული „,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016580.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №33, 26.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016580 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164316/