,,სადისციპლინო წესების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016376
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2016 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369)  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის მე-4 პუნქტის 4.1 ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.1. შესაბამის დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;”.

2.  №2 დანართის:

ა) მე-4 პუნქტის 4.1 ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.1. შესაბამის დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი, მიუხედავად სამხედრო წოდებისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული  არიან სხვა დანაყოფში;”;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა: ამ დანართში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 აპრილიდან.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი