საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2024 ბოლო ცვლილება 25.02.2026
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
120050000.22.026.017210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2024 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

თავდაცვის კოდექსის 138-ე მუხლის მე-11 ნაწილის, 144-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 145-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების გამოყენების წესი (დანართი №1);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა (დანართი №2);
გ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №3);
დ) დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №4);
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №5);
ვ) სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №6).
მუხლი 2
ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 გავრცელდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე თავდაცვის კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ნორმის უკუძალის წესის გათვალისწინებით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი