სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№141/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 30/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.287

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №141/ნ

2007 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის 31 პუნქტის „ა.ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თანდართული პირობები და წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი

სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები და წესი

    მუხლი 1.

სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს ექიმ- სპეციალისტს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა.

    მუხლი 2.

სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედება წყდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლისთანავე.

    მუხლი 3.

სუბსპეციალობის მოწმობის ახალი ვადით გაგრძელების პირობებია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სუბსპეციალობის შესაბამის სპეციალობაში;

ბ) სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე დაგროვილი უწყვეტი სამედიცინო განათლების (I ტიპის) არანაკლებ 125 უპგ ქულა.

    მუხლი 4.

სუბსპეციალობის მქონე ექიმ-სპეციალისტმა სუბსპეციალობის მოწმობის ახალი ვადით გაგრძელების მიზნით სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

გ) უკანასკნელი 2 წლის მუშაობის ანგარიში;

დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების (I ტიპის) არანაკლებ 125 უპგ ქულის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები, ან მათი ასლები დამოწმებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5.

სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 6.

მოწმობის ახალი ვადით გაგრძელება დასტურდება სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს მიერ ახალი მოწმობის გაცემით.