საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№245
სარეგისტრაციო კოდი
120060000.22.026.016114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (12 მუხლი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №245

2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულება”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ . ახალაია

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე. საბჭო უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

    მუხლი 2

საბჭოს დანიშნულებაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდასაჭერად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზი, საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის სამხედრო საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და წარდგენა.

    მუხლი 3

საბჭოს საქმიანობა მიმართულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობასა და ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერაზე. აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფის მიზნით, საბჭო უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.

თავი II. საბჭოს შემადგენლობა

    მუხლი 4

საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი და გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეები (უფროს ოფიცერთა კატეგორია);

ბ) საქართველოდან და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები.

თავი III. საბჭოს ფუნქციები

    მუხლი 5

საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შესაძლებლობების ანალიზი, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

 გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ეროვნული სამხედრო-სამეცნიერო შესაძლებლობების განვითარებისათვის ადგილობრივი სამრეწველო, ტექნოლოგიური და კვლევითი პოტენციალის ხელშეწყობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ზ) სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

კ) ნატოს-თან თანამშრომლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

თავი IV. საბჭოს საქმიანობის წესი

    მუხლი 6

საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ.

    მუხლი 7

საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 8

საბჭოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 9

სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

    მუხლი 10

სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №245. სარეგისტრაციო კოდი — 120060000.22.026.016114.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №245, 27.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 120060000.22.026.016114 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1622098/