საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №139 |
|
2015 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი
1. საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პენიტენციური ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტები.
2. საბჭოს წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სასჯელაღსრულების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განხორციელებული აქტივობების ანგარიში, განხორციელებული პროექტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გამოცემული პუბლიკაციები და სხვა);
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას და სასჯელის აღსრულების სფეროში აქვს მუშაობის გამოცდილება;
გ) პენიტენციურ ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტი – პირი, რომელსაც აქვს სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და აღნიშნული დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით (ანგარიში, კვლევა, სტატია და სხვა).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციებს უფლება აქვთ, საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ ერთი წევრით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის ჩართვის შესახებ.
5. საბჭოს წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის.
მუხლი 3. საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრი (შემდგომში – თავმჯდომარე) ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
2. თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის (შემდგომში – სხდომა) ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) იწვევს სხდომებს;
გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
დ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;
ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს.
3. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;
გ) წარმოადგინოს მოსაზრებები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე.
4. საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
მუხლი 4. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. საბჭოს სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
3. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც.
4. საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე სამინისტროს სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
5. საბჭოს სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ წინასწარ, არანაკლებ 7 სამუშაო დღით ადრე ეცნობება საბჭოს წევრებს, გარდა საბჭოს რიგგარეშე შეკრებისა.
6. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის მდივანი და თავმჯდომარე.
7. სხდომის გადაწყვეტილებები შეიძლება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
მუხლი 5. საბჭოს უფლებამოსილებები
საბჭოს უფლებამოსილებებია:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;
ბ) სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლა და დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების და რეფორმების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება.
მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი (საბჭოს სამდივნო).
2. საბჭოს სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
გ) უზრუნველყოფს საბჭოს თავმჯდომარის დახმარებას საბჭოს შეხვედრების ორგანიზებაში;
დ) ამუშავებს საბჭოს სხდომის ოქმებს და უზრუნველყოფს მინისტრისათვის მიწოდებას.
მუხლი 7. გარდამავალი დებულება
1. საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე თავსდება ინფორმაცია საბჭოს შექმნის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებიდან ერთი თვის ვადაში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე პენიტენციური ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტებს, უფლება აქვთ სამინისტროს წარუდგინონ ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია საბჭოში წევრად ჩართვის მიზნით.