აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-271 |
|
2021 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ თანდართული დებულება.
|
აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ
1. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს (შემდგომ – საბჭო) პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის, საქმიანობის, მის მიერ წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავებისა და წარდგენის წესსა და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საბჭო შექმნილია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად, კანონით განსაზღვრული „უცხო სახეობის“ შემოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე, კანონის შესაბამისად განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესასრულებლად.
3. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით, ამ დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის ორგანოების, შესაბამის სფეროში საგანმანათლებლო/სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების, ბიოლოგიისა და ვეტერინარიის სფეროში.
5. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი.
საბჭო:
ა) უზრუნველყოფს „უცხო სახეობის“ შემოყვანის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო) წარდგენას;
ბ) განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც წინ უძღვის „უცხო სახეობის“ აკვაკულტურაში გამოყენებას;
გ) ახორციელებს „უცხო სახეობის“ შემოყვანის რისკების ანალიზს და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ კონსულტაციებს უწევს და წარუდგენს რეკომენდაციებს სამინისტროსა და სააგენტოს;
ე) უზრუნველყოფს აკვაკულტურის განვითარების მიზნით მინისტრის მიერ საბჭოსთვის დაკისრებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. იგი ხელს აწერს საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
2. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით. საბჭოს სხდომა შეიძლება, გაიმართოს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
3. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
4. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, საბჭო იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 09.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-271. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016660.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №2-271, 09.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016660 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5104492/