ბიოეთეკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-20/ნ |
|
2018 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
1. ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს (შემდგომ – საბჭო) მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასთან, ბიოსამედიცინო მეცნიერებების მიღწევებთან და მათ პრაქტიკაში დანერგვასთან, სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტების წარმოჩენა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება.
2. საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) და წარმოადგენს ბიოეთიკის საკითხებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) საკონსულტაციო ორგანოს.
თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრის ცვლილების საკითხს (გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა) წყვეტს საბჭო, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რომელიც ფორმდება საბჭოს გადაწყვეტილებით და მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები ბიოსამედიცინო მეცნიერების, კლინიკური მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამართლის, ბიოეთიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, თეოლოგიის, მედიის და სხვა სფეროებიდან.
3. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ დარგობრივ ექსპერტებს.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე(ები).
5. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი.
1. საბჭოს პრიორიტეტული ამოცანაა სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პიროვნების ღირსებისა და ავტონომიის დაცვის ხელშეწყობა.
2. საბჭოს ფუნქციებია:
ა) ბიომედიცინის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტების ეთიკური ასპექტების შეფასება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან, სამედიცინო პრაქტიკასა და სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების იდენტიფიკაცია, შესწავლა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) რეკომენდაციების მომზადება:
გ.ა) სახელმწიფოს მიერ იმ დოკუმენტების რატიფიკაცია-აღიარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ბიოეთიკის საკითხებს, კერძოდ, ადამიანის უსაფრთხოებასა და უფლებებს ბიომედიცინის სფეროში;
გ.ბ) იმ ნორმატიული აქტების თაობაზე, რომლებიც ეხება ბიოეთიკის საკითხებს, კერძოდ, ადამიანის უსაფრთხოებასა და უფლებებს ბიომედიცინის სფეროში;
გ.გ) იმ საკითხებზე, რომელთა სისტემური გადაწყვეტა საჭიროებს ბიოეთიკის თვალსაზრისით შეფასებას;
გ.დ) ცალკეული შემთხვევების ეთიკური ასპექტების განხილვის საფუძველზე წარმოჩენილ პრობლემებსა და მათი სისტემური მოგვარების შესაძლებლობებზე, ბიოეთიკის თვალსაზრისით;
გ.ე) ბიოეთიკის, როგორც დარგის განვითარების, ბიოეთიკის პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკულად განხორციელების ხელშეწყობის შესახებ, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ეთიკის კომისიების და ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტების განვითარების თაობაზე;
დ) ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკური შეფასება არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, როდესაც შესაბამისი მოთხოვნით სამინისტროს მიმართავს მთავარი მკვლევარი თუ მკვლევართა ჯგუფი ან კვლევის სპონსორი და კვლევა ეხება ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთს მაინც:
დ.ა) საერთაშორისო კვლევები;
დ.ბ) მულტიცენტრული (მათ შორის, საერთაშორისო) კვლევები;
დ.გ) კვლევები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხები (მაგ., კვლევები გენეტიკის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროში, კვლევა ემბრიონსა და ნაყოფზე და სხვა);
დ.დ) კვლევა, რომელიც შეფასებულია ადგილობრივი კვლევის ეთიკის კომიტეტების მიერ, მაგრამ მკვლევარი არ ეთანხმება მის დასკვნას.
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. საბჭოს მუშაობაში შეიძლება განისაზღვროს ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სხვა პრიორიტეტებიც, თუ არ არსებობს სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელსაც საკითხის შესწავლის შესაძლებლობა გააჩნია.
1. საბჭოს რეკომენდაციის მომზადების საფუძველია:
ა) მინისტრის ან მისი მოადგილეების წერილობითი მიმართვა/დავალება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მიმართვა;
გ) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის, ასევე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა სამინისტროსადმი;
დ) საბჭოს ინიციატივა.
2. საბჭო თავისი საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები, სამინისტროს და საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჯარო ინფორმაცია სამთავრობო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებისაგან, ასევე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისაგან;
გ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. საბჭო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ/ტექნიკური პროცედურები, მათ შორის, საბჭოს წევრთა, საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების, აგრეთვე საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.