დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი ადგილობრივი უწყებათაშორისი საბჭოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №416 |
|
2018 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი |
1. ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიქმნას დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი ადგილობრივი უწყებათაშორისი საბჭოები (შემდგომში – საბჭოები) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს წევრი);
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს წევრი);
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს წევრი);
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს წევრი);
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს წევრი);
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის წარმომადგენელი (საბჭოს წევრი).
2. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს საბჭოების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.
3. დამტკიცდეს დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი ადგილობრივი უწყებათაშორისი საბჭოს ტიპური დებულება, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საბჭოების სამოქმედო ტერიტორია და საბჭოს წევრთა რაოდენობა.
2. უზრუნველყოს საბჭოების საქმიანობის კოორდინაცია და ამ მიზნით საბჭოს სამდივნოდ განსაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
3. უზრუნველყოს საბჭოების საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა.
|
2. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
ა) დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის საკითხებზე ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
გ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს წინადადებები დანაშაულის პრევენციასა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
ბ) დანაშაულის პრევენციასა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, შეიმუშაოს რეკომენდაციები;
გ) ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაზღვროს დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები;
დ) განიხილოს ტერიტორიულ ერთეულ(ებ)ში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა;
ე) უზრუნველყოს პრევენციულ აქტივობებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართვა.
2. საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, სათათბირო ხმის უფლებით, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამის ტერიტორიულ ერთეულ(ებ)ში მოქმედი სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები/სპეციალისტები და თემატური სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება 3 თვეში ერთხელ მაინც.
4. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, საბჭოს წევრი ვალდებულია, საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხები.
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის ინიციირების უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრს.
6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები და მდივანი.
9. საბჭოს მდივანს საბჭოს წევრ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელთაგან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭო შუალედურ ანგარიშს საბჭოს სამდივნოს წარუდგენს არაუგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, ხოლო წლიურ ანგარიშს – არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.
3. საბჭოს შუალედური და წლიური ანგარიშების ფორმები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.