ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №592 |
|
2022 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი.
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი.
7. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − საბჭოს წევრი.
8. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი.
9. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი.
|
1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მისი დაგეგმვის კოორდინაცია, განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების კოორდინაციის ხელშეწყობა;
დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა წინასწარი შესწავლა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება, მოწვეულ იქნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.
1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საბჭოს სხდომები დახურულია.
3. საბჭოს სხდომა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით.
4. საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საბჭოს წევრებისათვის.
საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ეკონომიკური საბჭოს დებულებაა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მისი დაგეგმვის კოორდინაცია, განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება;გ) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების კოორდინაციის ხელშეწყობა;
დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა წინასწარი შესწავლა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.4. საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საბჭოს წევრებისათვის.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 26.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №592. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.023803.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.07.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №592, 26.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.023803 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5666418/