მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №401 |
|
2024 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი.
2. საბჭოს წევრობა (ხმის უფლებით) ეთხოვოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსს.
3. საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსს.
4. საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილებას, ხოლო მდივნის ფუნქციის შესრულება − ამავე განყოფილების უფროსს.
|
1. „მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“ განსაზღვრავს მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში − საბჭო) მიზანს, ამოცანებს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭო საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი.
3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა საბჭოს წევრებს შორის მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებული და დაგეგმილი მარეგულირებელი პოლიტიკისა და აქტივობების კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) მდგრადი დაფინანსების საკითხების ანალიზისა და ტექნიკური დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის მიზნით (მათ შორის, კონკრეტული ამოცანის ან დავალების შესასრულებლად), შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა;
ბ) საბჭოს წევრი სხვა უწყებებისგან მოითხოვოს მათი საქმიანობის შესაბამისი, მდგრადი დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემები;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის ან/და რეგულაციების ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეწყობისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
1. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოსა და საბჭოსთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ამზადებს საბჭოს სხდომის მასალებს, დღის წესრიგისა და ოქმის პროექტებს.
1. საბჭო სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში.
2. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარების ადგილი, დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს შესაბამისი მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე.
4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს სამდივნო. საბჭოს ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმი გასაცნობად ეგზავნება საბჭოს ყველა წევრს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.