ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №664 |
|
2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი;
საგადასახადო ომბუდსმენი – საბჭოს წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.
|
1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მისი დაგეგმვის კოორდინაცია, განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების კოორდინაციის ხელშეწყობა;
დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა წინასწარი შესწავლა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ მთავრობის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, ხმის უფლებით ან მის გარეშე.
1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საბჭოს სხდომები დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.
3. საბჭოს სხდომა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
6. საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საბჭოს წევრებისათვის.
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ინფორმაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი.
2. საბჭოს აპარატის დებულება და საშტატო განრიგი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 05.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №664. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.018284.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.06.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №664, 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018284 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2601647/