„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №231 |
|
2025 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ − „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, განისაზღვროს ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – საბჭოს მდივანი.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი.
5. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.
6. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი.
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი.
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი.
9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − საბჭოს წევრი.
10. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი.“;
ბ) 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საბჭოს მუშაობაში, საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელ პირებს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ეკონომიკური საბჭოს დებულების“:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საბჭოს მოწვეული წევრები
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება, მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.“;
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა
1. საბჭოს ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
2. საბჭოს მდივნის საქმიანობა შესაძლოა, იყოს ანაზღაურებადი.“.
|