„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №6 |
|
2025 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 (www.matsne.gov.ge, 30/09/2022, 240140000.41.046.016022) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის“:
1. მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) განახორციელოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი ოქმის შედგენა.“. 2. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. სააგენტოს მიერ დათვალიერების ჩატარების პროცედურა 1. ობიექტის დათვალიერებას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. 2. დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალების საფუძველზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტის დათვალიერება არ წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზას. 4. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაავალოს მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წარმოადგინონ ობიექტი დათვალიერების მიზნით. 5. დათვალიერების პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს შორის შეთანხმებითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. 6. მხარე(ებ)ის ან/და მესამე პირ(ებ)ის წერილობითი თანხმობით ობიექტის დათვალიერებისას ხორციელდება მისი ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო გადაღება საჭიროებისამებრ. 7. ობიექტის დათვალიერებისას დგება ოქმი. დათვალიერების ოქმში უნდა მიეთითოს: ა) დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო; ბ) დათვალიერების განმახორციელებელი პირის ვინაობა; გ) დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა; დ) დათვალიერების საფუძველი; ე) ობიექტის დეტალური აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა; ვ) დამატებითი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 8. დათვალიერების ოქმის ფორმა განისაზღვრება ამ პროცედურის დანართი №2-ით. 9. დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ დათვალიერების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირ(ებ)ი. 10. უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 11. დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი დათვალიერების ოქმსა და მტკიცებულებებს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.“. 3. დაემატოს „დათვალიერების ოქმის“ ფორმა დანართი №2-ის სახით:
დანართი №2
დათვალიერების ოქმი № ___
დათვალიერების ობიექტის აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერა:
დამსწრე პირთა ხელმოწერები: სახელი, გვარი: ხელმოწერა:
დამატებითი შენიშვნები:
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2025. მიმღები ორგანო — სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.41.046.016047.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 25.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6715553/