„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.116.016582
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 5 ივლისი

ქ. ცაგერი

 

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016508) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 240მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქირექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი’’, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (დანართი  №1   თან ერთვის)

3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41

დამტკიცდეს:

ა) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მითითების ფორმა №6 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების აქტის ფორმა №7 დანართის შესაბამისად;

გ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების აქტის ფორმა №8 დანართის შესაბამისად;

დ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 125-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული უწყების ფორმა №9 დანართის შესაბამისად;

ე) დათვალიერების ოქმის ფორმა №10 დანართის შესაბამისად;

ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა №11 დანართის შესაბამისად.“.

4. დადგენილებით  დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დამცავი ნიშნებია:

ა) დამცავი ბადე (გილოშელური);

ბ) წითელი მანათობელი საღებავი;

გ) უხილავი საღებავი“.

 

5. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №2-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი

1. საჯარო მოსამსახურეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილნი არიან, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელონ შემოწმება და შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილობრივი თვითმმართველობის განსახილველ სამართალდარღვევებზე. სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რა დროსაც გამოიწერება საჯარიმო ქვითარი.

2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1) შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.

6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:

ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე;

ბ) I ნაწილის:

პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;

მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

მე-4 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი.

იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

მე-5 პუნქტში შეიტანება: სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;

მე-6 პუნქტში შეიტანება:

6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით.

6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით.

6.3. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების და არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით.

მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები.

მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა; ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა.

7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს ან მოხელეებს.

8. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

9. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

10. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

11. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.

12. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.

13. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

14. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მოსამსახურე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის   მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9  მუხლები:

  ,,მუხლი 8. ჯარიმის გადახდა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ სააღსრულებო ფურცლის (დანართი №6) გამოწერა ხდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებლო ფურცელს  გასცემს ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი



დანართი N1
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

 

 


დანართი №6
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია
                                          

ქ. ცაგერი შ. რუსთაველის ქ. №58                                                                          ტელ.:  

 

№000000

 

შედგენის თარიღი:   _____________________

 

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის შესახებ დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

2. _________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

          მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

3. ________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

                       (დამრღვევის დასახელება, მისამართი)

 

4. ________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

                  (ობიექტის დასახელება, მისამართი)

 

5. მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტისათვის

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

6. დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები: 

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“  ________ მუხლის ________ ნაწილის ____________ ქვეპუნქტით. 

 

7. მითითებით განსაზღვრული გასატარებელი ღონისძიებების შესრულების ვადა: ________ _____________ დღე.

8. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება _________________ ლარით.

9. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა.

10. მითითება პირადად ბარდება ადრესატს ან/და განთავსდება მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

11. მითითება შედგენილია ორ ეგზემპლარად, ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

12. მითითება ჩაიბარა: __________________________________________________

______________________________________________________________________

               (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

 

13. მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.

___________________________________________________________________________

                          (ზუსტად მიეთითოს  თვალსაჩინო ადგილი)

 

სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილი).

14. _________________________

           (განთავსების თარიღი)

 


                                                                                                                                             დანართი7

 

 ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერია
     ქ. ცაგერი  შ. რუსთაველის ქ. №58                                                                              ტელ.:  

 

შემოწმების აქტი

 

(სამშენებლო  სამართალდარღვევის  საქმის  წარმოების  დაწყების  შესახებ)

შედგენის თარიღი _______________________

 

1. საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:

ა) 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;

ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;

გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ე) უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;

ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;

ზ) 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

2. დამრღვევის დასახელება და მისამართი: ______________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

3. ობიექტის დასახელება და მისამართი: ________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

4. შემოწმებით დადგინდა: ____________________________________________________________ 

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

5. შემოწმების აქტის შემდგენელი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

6. შემოწმების აქტი ჩაიბარა: ______________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

                        (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

 

7. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.

______________________________________________________________________________

                        (ზუსტად მიეთითოს  თვალსაჩინო ადგილი)

 

სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილი).

8. _________________________

     (განთავსების თარიღი)

 


                                                                                                                                                 დანართი8

 

ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერია
     ქ. ცაგერი შ.რუსთაველის ქ. №58                                                                                ტელ.:  

 

   შემოწმების აქტი

შედგენის თარიღი _______________________

 

1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

2. შემოწმების აქტი დგება ________    წლის ______________________ გაცემული № ______ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.

 

3. დამრღვევის დასახელება და მისამართი: ______________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

4. ობიექტის დასახელება და მისამართი: ________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

5. შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ____________________________________________

__________________________________________________________________________________

 

6. შემოწმებით დადგინდა: ___________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

რითაც დგინდება, რომ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) დამრღვევის  დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“  125-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” 127-ე მუხლის მე-2 ნაწილი);   

თუ მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ, არ არსებობს 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი”  125-ე მუხლის მე-5 ნაწილი);

 

7. შემოწმების აქტის შემდგენელი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):

__________________________________________________________________________________

 

8. შემოწმების აქტი ჩაიბარა: __________________________________________________________ 

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

                                     (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

 

9. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.

_________________________________________________________________________________

                           (ზუსტად მიეთითოს  თვალსაჩინო ადგილი)

 

სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის /აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილი).

10. _________________________

        (განთავსების თარიღი)

 


დანართი9

 

ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერია
    ქ. ცაგერი  შ.რუსთაველის ქ. №58                                                                        ტელ.:  

 

           №000000

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სამშენებლო   სამართალდარღვევის   საფუძველზე

1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის 2​1 პუნქტის შესაბამისად დაბარებული ხართ ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში – სამშენებლო სამართალდარღვევის აქტთან დაკავშირებით.

2. ___________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(დამრღვევის დასახელება და მისამართი)

3. ___________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(ობიექტის დასახელება და მისამართი)

4. ___________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(საქმის განხილვის თარიღი, დრო, საქმის განხილვის ადგილი)

5. ___________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(საქმის განმხილველი თანამდებობის პირი) 

6. პირი რომელსაც ჩაბარდა უწყება: ____________________________________________________

 

7. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

 

8. უწყების ჩაბარების თარიღი: _________________________________________________________

 


 

დანართი10

 

ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერია
    ქ. ცაგერი შ.რუსთაველის ქ. №58                                                                           ტელ.:  

 

დათვალიერების ოქმი №__________

 

_______________________________                           _____________________________                           

                      შედგენის თარიღი                                                     შედგენის ადგილი

 

1. შემდგენი პირები: ___________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

 

2. დათვალიერების საფუძველი:

ა)  შემოსული წერილი  № და თარიღი: __________________________________________________

ბ) ცხელი ხაზი №  და თარიღი: _________________________________________________________  

გ) აშკარა დარღვევა ___________________________________________________________________

3. დასათვალიერებელი ობიექტის:

ა) მესაკუთრე ________________________________________________________________________

ბ) მშენებელი ________________________________________________________________________

გ) დამკვეთი _________________________________________________________________________

დ) სხვა _____________________________________________________________________________

 

4. დასათვალიერებელი ობიექტის ზუსტი აღწერა და პარამეტრები: ____________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

 

5. სამართალდარღვევა სამშენებლო საქმიანობაში:

ა) სანებართვო პირობების დარღვევა  ან/და შეუსრულებლობა;

ბ)  უნებართვო მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი;

გ)  ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება;

დ)  უსაფრთხოების ღობის ან/და დამცავი ბადის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა;

ე)  ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად;

ვ) მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შეუსრულებლობა;

ზ) მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა;

თ) იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ი) მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება.

 

6. ახსნა-განმარტება: ________________________________________________________ 

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

 

7. დაინტერესებული პირის ხელმოწერა: ______________________________________

8. შემდგენლის ხელმოწერა: _________________________________________________

___________________________________________________________________________

9. ფოტოდანართი (რაოდენობა): _______________________________________________

 


 

დანართი №11

ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერია
    ქ. ცაგერი შ.რუსთაველის ქ. №58                                                                     ტელ.:  

 

საქმე № _______

 

სააღსრულებო ფურცელი

  (სააღსრულებლო ფურცლის გამცემი)

 

საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

____________________________________________________________________________________

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მიმღები, მიღების თარიღი და ნომერი:

__________________________________________________________________ __________________

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი:

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი:

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ___________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ______________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: ___________________________________

უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის ხელმოწერა:  ------------------------

 

   ბ.ა