„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-147 |
|
2023 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/02/2018; სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016476) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის“:
„მუხლი 4. სერტიფიცირების ეტაპები
სერტიფიცირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განმცხადებლის მიერ ნიმუშის აღება;
ბ) ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა;
გ) ნიმუშის ორგანოლეპტიკური შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა;
ე) სერტიფიცირების მომენტისთვის ღვინის კომპანიაში არსებული პროდუქციის ნაშთების არსებობის დადასტურება;
ვ) ინსპექტირება, სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ზ) სერტიფიკატის გაცემის (ან მის გაცემაზე უარის თქმის) შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
თ) სერტიფიკატის რეგისტრაცია და გაცემა.“.
„მუხლი 5. განმცხადებლის მიერ ნიმუშის აღება
1. სერტიფიცირების მიზნებისთვის ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს განმცხადებელი, რომელიც პასუხისმგებელია ნიმუშის აღების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე.
2. ნიმუში შესაძლოა აღებულ იქნეს:
ა) სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის შემდეგ;
ბ) ღვინის შემთხვევაში, როგორც სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმამდე, ასევე სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის შემდეგ.
3. სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული ალკოჰოლიანი სასმელის და სპირტის სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ერთი ლოტიდან აღებულ ნიმუშზე.
4. სატრანსპორტო ან სტაციონარული ჭურჭლიდან ნიმუში აიღება ყველა ფენიდან, თანაბარი პორციებითა და შემდგომი გაერთიანებით.
5. ღვინის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად თითოეული ლოტის 0,75 ლიტრი ან მეტი ტევადობის 6 ბოთლი, განაცხადთან და ნიმუშის აღების აქტთან (დანართი №4) ერთად წარედგინება აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას (შემდგომში – ლაბორატორია). იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,75 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში, მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 4,5 ლიტრზე ნაკლები.
6. სპირტიანი სასმელისა და სპირტის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად თითოეული ლოტის 0,5 ლიტრი ან მეტი ტევადობის 4 ბოთლი, ხოლო სავალდებულო დეგუსტაციას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – 6 ბოთლი, განაცხადთან და ნიმუშის აღების აქტთან ერთად წარედგინება ლაბორატორიას. იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 2 ლიტრზე, ხოლო სავალდებულო დეგუსტაციას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – 3 ლიტრზე ნაკლები.
1. ლაბორატორიული გამოცდის (ანალიტიკური ექსპრეტიზის) ჩატარების შემდეგ ფორმდება ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, რომელსაც ლაბორატორია გადასცემს სააგენტოს.
2. ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით სააგენტოს, გამოცდის ოქმთან ერთად, გადაეცემა განმცხადებლის მიერ ლაბორატორიაში წარდგენილი ნიმუშის 3 ბოთლი. იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,75 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში, მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 2,25 ლიტრზე ნაკლები.
3. საექსპორტო/იმპორტირებული ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, თავისუფალი, მგ/ლ;
ზ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
თ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20;
ი) მალვიდინის დიგლუკოზიდის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ (წითელი ღვინის შემთხვევაში);
კ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
ლ) სპილენძის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
მ) ნახშირბადის დიოქსიდის ჭარბი წნევა 200 c ტემპერატურაზე, ბარი (ცქრიალა, მსუბუქად ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების შემთხვევაში).
4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
ზ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20.
5. საექსპორტო/იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100მლ უწყლო სპირტში;
დ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
ე) მეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %.
6. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
დ) მეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ე) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100მლ უწყლო სპირტში.
7. ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100 მლ უწყლო სპირტში;
გ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
დ) მეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %.
8. ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ფარდობითი სიმკვრივე;
ბ) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
გ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
დ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
ე) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ვ) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ზ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
თ) ლიმონმჟავას მასური კონცენტრაცია, გ/ლ.
9. საექსპორტო/იმპორტირებული ღვინისეული სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20;
ზ) რკინის მასური კონცენტრაცია მგ/ლ;
თ) სპილენძის მასური კონცენტრაცია მგ/ლ.
10. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინისეული სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20;
11. განმცხადებლის მოთხოვნით, საგამოცდო ლაბორატორია ანალიტიკურ ექსპერტიზას ახორციელებს აგრეთვე იმ მაჩვენებლებზეც, რომლებიც მითითებული არ არის ამ მუხლის მე-3–მე-10 პუნქტებში.
12. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები აისახება ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ლაბორატორიული გამოცდის ოქმში.
13. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
14. ალკოჰოლიანი სასმელის ან/და სპირტის ნიმუში ლაბორატორიაში ინახება მისი წარდგენიდან 18 თვის განმავლობაში.
1. ორგანოლეპტიკური შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, რომლის წევრთა შემადგენლობას მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი (დეგუსტატორი) შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივი პროექტის „ღვინის ხარისხის სისტემის შექმნა“ ფარგლებში მომზადებული დეგუსტატორი, რომელიც ფლობს პროექტის სერტიფიკატს. ასევე ის პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოცდა.
3. დეგუსტაცია ტარდება მხოლოდ ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ანალიტიკური ექსპერტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში.
4. ღვინის კომპანიას უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცესისგან დამოუკიდებლად მიმართოს სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის ჩატარების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.
5. დეგუსტაცია ტარდება იმ სიხშირით, რაც უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
6. დეგუსტაციის დღეებს, მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე, განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
7. დეგუსტატორთა ერთი და იმავე ჯგუფისათვის სადეგუსტაციო ნიმუშების მაქსიმალური დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ერთეულს.
8. დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებს 5 დეგუსტატორი.
9. დეგუსტაციის დაწყებამდე მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ნიმუშებს ანიჭებს კოდს და უზრუნველყოფს მონაცემთა (ღვინის კომპანიის დასახელება, ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი, ლოტის ნომერი) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეყვანას.
10. დეგუსტატორები ნიმუშს სინჯავენ სადეგუსტაციო დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში.
11. დეგუსტაციის დაწყებამდე დეგუსტატორებს ეძლევათ მათთვის განკუთვნილი დეგუსტაციის ვერსია, ელექტრონული და/ან ქაღალდის ვერსიის სახით, რომელშიც მოცემული იქნება სადეგუსტაციოდ წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების შემდეგი მონაცემები: კოდი, სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი.
12. დეგუსტაციაზე ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ღვინო, სპირტიანი სასმელი.
13. დეგუსტაციაზე ღვინის ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ფერის მიხედვით: თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი, წითელი;
ბ) შაქრიანობის მიხედვით: მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი;
გ) დამზადების მეთოდის მიხედვით: ცქრიალა ღვინო, შემაგრებული, არომატიზებული და სხვ.
14. დეგუსტატორი ნიმუშს ამოწმებს შემდეგი პარამეტრებით:
ა) ტიპურობა;
ბ) აშკარად გამოხატული ზადი ან/და აშკარად გამოხატული დაავადება.
15. ამ წესის მიზნებისთვის ღვინის დაავადება/ზადია: დაჟანგვა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდწყალბადი ან/და მერკაპტანი, გოგირდოვანი ანჰიდრიდი (SO2), ეთილაცეტატი, ბრეტანომიცესი, თაგვის გემონაკრავი, რძემჟავა ტონი, ობის (შმორის) ტონი, არატიპური სიძველე (დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შემთხვევაში), ნემსიწვერას ტონი (დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შემთხვევაში), აშკარა გარეშე სუნი ან/და გემო.
16. დეგუსტაციის პროცესში, პირველ ეტაპზე ღვინო ფასდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე და დაავადების (ზადის) არსებობაზე, რასაც დეგუსტატორი აფიქსირებს შესაბამის გრაფაში. სხვა მახასიათებლები: არომატი, გემო, ჰარმონიულობა ფასდება ხუთქულიანი სისტემით (0,5 ბიჯით). ამასთან, ჰარმონიულობის შეფასება არ შეიძლება აღემატებოდეს გემოსა და არომატის შეფასებას ერთ ქულაზე მეტად.
17. იმ შემთხვევაში, თუ დეგუსტატორი ღვინის შეფასებისას უარყოფითად შეაფასებს ფერსა და გამჭვირვალობას ან/და ტიპურობას ან/და აღნიშნავს დაავადებას ღვინო ავტომატურად ფასდება 0 ქულით.
18. ნიმუშის 0 ქულით შეფასების შემთხვევაში დეგუსტატორი ვალდებულია შენიშვნების გრაფაში მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შეფასება უქმდება.
19. სადეგუსტაციო კომისიის თითოეული დეგუსტატორის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის საშუალო შეფასება ხორციელდება ცალკეული მახასიათებლების (არომატის, გემოსა და ჰარმონიულობის შეფასების) ქულათა ჯამის 3-ზე გაყოფის შედეგად.
20. ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის დამთავრების შემდეგ დეგუსტატორი თავის შეფასებას, ტესტირების შედეგებს ადასტურებს სადეგუსტაციო ფურცელზე ან ელექტრონული ხელმოწერით.
21. ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული ნიმუშის შეფასების ბალური მაჩვენებლის დასადგენად საშუალო შეფასებების ჯამი იყოფა 5-ზე.
22. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის დადებით შედეგად ითვლება, თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5-ზე. ალკოჰოლიანი სასმელი ვერ გადის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას, თუ ბალური მაჩვენებელი იქნება 1,5-ზე ნაკლები.
23. თუ ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუში არანაკლებ 2 დეგუსტატორის მიერ მიიღებს შეფასებას „საცობის ტონით“, იმავე დეგუსტაციაზე შემოდის ალკოჰოლიანი სასმელის საკონტროლო ნიმუში.
24. ნიმუშის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით დეგუსტაციის ჩატარების მოთხოვნა. სერტიფიცირების მიზნებისათვის ერთსა და იმავე ლოტიდან აღებული ნიმუშის დეგუსტაციაზე გატანა დასაშვებია არაუმეტეს სამჯერ. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური შეფასების საბოლოო შედეგი დგინდება ჩატარებულ დეგუსტაციებზე მიღებული შეფასების ბალური მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულით.
25. დეგუსტაციის საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით და ეცნობება განმცხადებელს.
26. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ნიმუშის მიღება და რეგისტრაციაში გატარება;
ბ) ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და დეგუსტაციისათვის მომზადება;
გ) ნიმუშის მწარმოებელი ღვინის კომპანიის თაობაზე ანონიმურობის დაცვა;
დ) დეგუსტაციაში მონაწილე დეგუსტატორთა ვინაობისა და მათი შეფასებების ანონიმურობის დაცვა;
ე) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრების მოწვევა როტაციის პრინციპის დაცვით.
27. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე სადეგუსტაციო ნიმუშებს არ აძლევს შეფასებას.
28. დეგუსტატორი ვალდებულია:
ა) შეტყობინების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში;
ბ) გამოუცხადებლობის მიზეზის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს დეგუსტაციის წინა დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს;
გ) დაიცვას დეგუსტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
29. დეგუსტატორის საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას.
სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
1. სერტიფიკატის მიღების მიზნით განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ (დანართი №2);
ბ) ინფორმაცია განაცხადის წარდგენის დროისათვის ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენის ან/და ყურძნის ტკბილის რაოდენობისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3);
გ) ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენისა ან/და ყურძნის ტკბილის შესყიდვის (ან/და უსასყიდლოდ გადაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ის საკუთრებაში მიღებულია სხვა პირისაგან;
დ) სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად –ალკოჰოლიანი სასმელის/სპირტის შემთხვევაში, იმ ეტიკეტის ნიმუში/ასლი, რომელიც დატანილი იქნება სერტიფიცირებულ ლოტში განთავსებულ დაფასოებულ ტარაზე.
2. პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში განმცხადებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს ინვოისს, რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნეს ტვირთის წონა, აგრეთვე მიმწოდებლის, მიმღებისა და პროდუქციის შესაბამის ენაზე შესრულებული ზუსტი დასახელება.
3. განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე.
4. განმცხადებლის მიერ სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოსათვის არასრული ან/და შეუსაბამო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, სერტიფიცირების პროცედურების დაწყებაზე ან/და სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
1. საქართველოში წარმოებულ, არაუმეტეს 50 ლიტრის მოცულობის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ჭურჭელზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე, ასევე საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ იმპორტირებულ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე სავალდებულოა დატანილ იქნეს ლოტის ნომერი.
2. ლოტის ნომერი შეიძლება დატანილ იქნეს როგორც ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენის და ყურძნის ტკბილის ეტიკეტზე, ისე უშუალოდ სამომხმარებლო ტარაზე.
3. საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე დატანილი ლოტის ნომერი შედგება 11 სიმბოლოსაგან (გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით), რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი). ლოტის ნომრის პირველი ოთხი სიმბოლო წარმოადგენს სააგენტოს მიერ ღვინის კომპანიისთვის მინიჭებულ უნიკალურ ოთხნიშნა კოდს, ხოლო შემდგომი შვიდი სიმბოლოთი კოდირებულია ჩამოსხმის პირობები და თარიღი.
4. ლოტის მონაცემები (მათ შორის პროდუქციის სახეობა, დასახელება, რაოდენობა, მახასიათებლები) ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
5. სერტიფიკატი გაიცემა მთლიან ლოტზე ან ლოტის ნაწილზე.
6. ლოტის ნაწილზე სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის და ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება სავალდებულო არ არის 12 თვის განმავლობაში.“.
„8. სერტიფიკატის გაფორმება და ბეჭდვა ხდება ხუთ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი ოთხი – შავ-თეთრი.“.
„10. სერტიფიკატის ერთი ფერადი და სამი შავ-თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი შავ-თეთრი ეგზემპლარი განმცხადებლის განაცხადსა და სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ინახება სააგენტოში, სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.“.
„17. სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, განმცხადებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სააგენტო გასცემს დუბლიკატს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში დაზიანებულ სერტიფიკატს ჩაანაცვლებს ახლით. განმცხადებლი სერტიფიკატში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს, აბრუნებს გაცემულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს მიმართავს ახალი განაცხადით.“.
„4. იმპორტირებულ პროდუქტზე არ ვრცელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. აუცილებელია, რომ იმპორტირებულ პროდუქტზე დატანილი ლოტის ნომერი პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდეს.“
|