„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-937 |
|
2022 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (შემდგომში – ალკოჰოლიანი სასმელი) – ღვინო, ღვინისეული სასმელი და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი;“;
ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი), რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, ღვინისეული სასმელის, სპირტიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილის და ყურძნის წვენის წარმოებას ან/და რეალიზაციას;“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში წარმოებულ, არაუმეტეს 50 ლიტრის მოცულობის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ჭურჭელზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე, ასევე საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ იმპორტირებულ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე სავალდებულოა დატანილ იქნეს ლოტის ნომერი.”.
3. მე-8 მუხლის მე-3– მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექსპორტო/იმპორტირებული ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, თავისუფალი, მგ/ლ;
ზ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
თ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20;
ი) მალვიდინის დიგლუკოზიდის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ (წითელი ღვინის შემთხვევაში);
კ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
ლ) სპილენძის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
მ) ნახშირბადის დიოქსიდის ჭარბი წნევა 200 c ტემპერატურაზე, ბარი (ცქრიალა, მსუბუქად ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების შემთხვევაში).
4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
ზ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20.
5. საექსპორტო/იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100მლ უწყლო სპირტში;
დ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
ე) მეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %.
6. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
დ) მეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %.
7. ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100 მლ უწყლო სპირტში;
გ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
დ) მეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %.
8. ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ფარდობითი სიმკვრივე;
ბ) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
გ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
დ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
ე) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ვ) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ზ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
თ) ლიმონმჟავას მასური კონცენტრაცია, გ/ლ.
9. საექსპორტო/იმპორტირებული ღვინისეული სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20;
ზ) რკინის მასური კონცენტრაცია მგ/ლ;
თ) სპილენძის მასური კონცენტრაცია მგ/ლ.
10. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინისეული სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) ფარდობითი სიმკვრივე, d 20 20 ;“.
4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 – მე-14 პუნქტები:
,,11. განმცხადებლის მოთხოვნით, საგამოცდო ლაბორატორია ანალიტიკურ ექსპერტიზას ახორციელებს აგრეთვე იმ მაჩვენებლებზეც, რომლებიც მითითებული არ არის ამ მუხლის მე-3–მე-10 პუნქტებში.
12. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები აისახება ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ლაბორატორიული გამოცდის ოქმში.
13. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
14. ალკოჰოლიანი სასმელის ან/და სპირტის ნიმუში ლაბორატორიაში ინახება მისი წარდგენიდან 18 თვის განმავლობაში.“.
5. მე -12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დანართი № 7 ამოღებულ იქნეს.
|