„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-646 |
|
2023 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, სამართალდამრღვევს დააკისროს საურავი, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;“.
3. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, სამართალდამრღვევს დააკისროს საურავი, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი;“.
4. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, სამართალდამრღვევს დააკისროს საურავი, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი.“.
5. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“, „თ4“ და „თ5“ ქვეპუნქტები:
„თ3) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
თ4) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
თ5) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;“,
6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 9 პუნქტი:
„9. დეპარტამენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის სამეურნეო საქმიანობის წარმოება;
ბ) დადგენილი წესით დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესაბამისი ბაზრის შესწავლის ჩატარება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება;
ე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლისაგან სათანადოდ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
ვ) მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება შესრულებულ სამუშაოებზე, მოწოდებულ საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე;
ზ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური და სამეურნეო მიმართულებით არსებული ამოცანების უზრუნველყოფა;
თ) შესაბამისი პროგრამის საშუალებით საწვავის ლიმიტების, დეპარტამენტის თანამშრომელთა მივლინებების საწვავის ხარჯის დარიცხვა და ხარჯის შესრულება;
ი) კონტროლის გაწევა მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოს სათანადოდ შესრულებაზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
ლ) დეპარტამენტში შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითრების აღრიცხვა და მათი გადაგზავნა შესაბამის ადრესატებთან;
მ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან დაკავშირებული დეფექტური აქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება, სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების კონტროლი და საბოლოო დოკუმენტაციის მომზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
7. 73 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;“;
ბ) მე-3 პუნქტს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) სამართალდამრღვევისათვის საურავის დაკისრება;“.
8. 77 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|